Accessibility links

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის


ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის დიპლომატს ბრალი ჯაშუშობაში

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის დიპლომატს ბრალი ჯაშუშობაში
დასდო და 72 საათის განმავლობაში ქვეყნის საზღვრების დატოვება მოსთხოვა.
როგორც "ინტერფაქსი" იტყობინება, ლატვიის სპეცსამსახურების ცნობით, რუსი დიპლომატი ნატოს სამხედრო სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა. ჯაშუშობის ბრალდებით, გასულ თებერვალს ლატვიამ სამი რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან, მარტში მისმა მეზობელმა ესტონეთმა კი ორი.
დღესვე ლატვიის საგარეო საქემთა სამინისტროს გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო რუსეთის მხარემ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში რიგის ქმედებას პროვოკაციად და ანტი-რუსული პოლიტიკის გამოვლენად აფასებს.
რუსი დიპლომატის გაძევების შემთხვევაში, მოსკოვი რიგას ადექვატური კონტრნაბიჯების გადადგმით ემუქრება.
XS
SM
MD
LG