Accessibility links

logo-print

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გერმანიის


საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი კი გერმანიის სახელით,

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი კი გერმანიის სახელით,
საქართველოს შიდა კონფლიქტების მოგვარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციისათვის დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ მან დღეს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნების მტკიცე და თანმიმდევრული პოზიციაა საჭირო, დაწყებული ეკონომიკური სტიმულებით, დასრულებული როგორც რეგიონის, ასევე მთლიანად საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილით. ამ მხრივ საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიის წვლილი.
XS
SM
MD
LG