Accessibility links

logo-print

დღეს ჩრდილოეთმა კორეამ გუშინ მომხდარი


დღეს ჩრდილოეთმა კორეამ გუშინ მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის გამო დახმარებისათვის საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციასა და გაეროს მიმართა.

დღეს ჩრდილოეთმა კორეამ გუშინ მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის გამო დახმარებისათვის საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციასა და გაეროს მიმართა.
გუშინ ქალაქ რენჩხონში, ჩინეთის საზღვის მახლობლად ასაფეთქებელი მასალებით დატვირთული ორი შემადგენლობა ერთმანეთს შეეჯახა. წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის პრესმდივნის ჯონ სპეროუს განცხადებით, დაღუპულია 54 და დაჭრილია 1200-ზე მეტი ადამიანი.
ირლანდიის სამაშველო ჯგუფის რეგიონული დირექტორის, ანა ო მეჰონის თქმით კი ფხენიანის ანონიმური ოფიციალური პირის წყაროებით, ინცინდენტმა სულ ცოტა 150 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მსხვერპლის კიდევ უფრო მეტ რაოდენობას ასახელებს ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესსამსახური, რომელიც ასევე ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულია რამდენიმე ასეული და დაშავებულია რამდენიმე ათასი ადამიანი.

XS
SM
MD
LG