Accessibility links

logo-print

ერაყის სამხრეთში ქალაქ ქარბალას მისადგომებთან


ერაყის სამხრეთში ქალაქ ქარბალას მისადგომებთან შეერთებული შტატების კოალიციასა და რადიკალური შიიტური დაჯგუფება

ერაყის სამხრეთში ქალაქ ქარბალას მისადგომებთან შეერთებული შტატების კოალიციასა და რადიკალური შიიტური დაჯგუფება
მუყტადა ალ სადრის ძალებს შორის დღეს ბრძოლები მიმდინარეობდა.
ალ სადრის ძალები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ქალაქებს ნაჯაფსა და ქარბალას. მუყტადა ალ სადრის მიმდევრები იმუქრებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კოალიციის ძალები შიიტთა ამ წმინდა ქალაქებში შევლენ, ექსტრემისტები ტერაქტების სერიას მოაწყობენ.
ქარბალასთან კოალიციის ძალებს პოლონეთი უდგას სათავეში. როგორც პოლონეთის სამხედრო დაჯგუფების პრესმდივანმა განაცხადა, კოალიციამ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ამბოხებულები კოალიციის სამხედრო ესკორტს დაესხნენ თავს.
რაც შეეხება ერაყის ჩრდილოეთს, ქალაქ ფალუჯაში ცვალებადი სიმშვიდეა. თუმცა ამერიკული სარდლობის წარმომადგენელმა მარკ კიმიტმა დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილა სუნიტები, რომ მათ იარაღის ჩაბარების ვადის ამოწურვამდე კიდევ რამდენიმე დღე დარჩათ. წინაღმდეგ შემთხვევაში, კიმიტის თქმით, ქალაქზე შეტევის განხორციელება გარდაუვალი იქნება.
XS
SM
MD
LG