Accessibility links

ერაყში ამერიკული კოალიციის სარდლობა პარტია


ერაყში ამერიკული კოალიციის სარდლობა პარტია ბაასის ყოფილ წევრებთან თავისი ურთიერთობების გადახედვას იწყებს.

ერაყში ამერიკული კოალიციის სარდლობა პარტია ბაასის ყოფილ წევრებთან თავისი ურთიერთობების გადახედვას იწყებს.


როგორც დღეს ერაყის შეერთებული შტატების სამოქალაქო ადმინისტრაციის ლიდერმა პაულ ბრემერმა განაცხადა, მუშაობის დაწყების უფლება ეძლევათ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს. მათ შორის მასწავლებლებსა და სხვადასხვა პროფესიის ისეთ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი საქმიანობა რიგითი ერაყელების საზიანოდ არ გამოუყენებიათ.
გასული წლის გაზაფხულის შემდეგ, რაც კოალიციამ შეიარაღებული ძალები და უშიშროების სამსახურები დაშალა, დაახლოებით 400 000 ადამიანი დარჩა უმუშევარი.
ამჟამად კოალიციის სარდლობა აპირებს ისინი კვლავ დაასაქმოს, გარდა იმ პირებისა, რომლებიც სამხედრო დანაშაულში არიან ბრალდებულნი.
სარდლობის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება ერაყის მმართველი საბჭოს ერ-ერთი წამყვანი წევრი, აჰმად ჩალაბი.
XS
SM
MD
LG