Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხვების მიხედვით, ბუშის რეიტინგი იზრდება


გასული ერთი თვე შეერთებული შტატების პრეზიდენტისათვის განსაკუთრებით რთული გამოდგა. ჯერ იყო და ჯორჯ ბუშის



ყოფილმა მრჩეველმა თავის წიგნსა და საჯარო გამოსვლებში თეთრი სახლი "ალყაიდისაგან" მომავალი საფრთხის არასათანადოდ შეფასებაში დაადანაშაულა. 11 სექტემბრის მოვლენების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ პრაქტიკულად იგი შეფასება გააკეთა, როცა შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ბრალი დასდო იმაში, რომ მან ტერაქტების თავიდან აცილება და ქვეყნის მოქალაქეების დაცვა ვერ შეძლო. ჯორჯ ბუში არც სხვამხრივაა კარგ დღეში- ერაყში ომის დაწყებიდან გასული 13 თვის განმავლობაში შეერთებული შტატებისთვის ყველაზე საშინელი დრო დადგა. თუმცა როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, პრეზიდენტის ნდობის რეიტინგი ამერიკაში არა თუ ეცემა, პირიქით, იზრდება კიდეც.

პირველი ვინც ბოლო დროს პრეზიდენტ ბუშს სიმშვიდე დაუკარგა, რიჩარდ კლარკი იყო. მან თავის წიგნში სახელწოდებით"ყველა მტრის წინააღმდეგ" გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები 11 სექტემბრის მოვლენების შემსწავლელი კომისიის წინაშეც გაიმეორა.

[რიჩარდ კლარკის ხმა]" ჩემთვის აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ბუშმა ტერორიზმის აღსაკვეთად გააკეთა, იგი კვლავ ფიქრობს ხელმეორედ არჩევაზე. ის იგნორირებას უკეთებდა მას. ის ტერორიზმს იგნორირებას უკეთებდა თვეების განმავლობაში, როცა ჩვენ შესაძლებელია 11 სექტემბრის საშინელებების აღსაკვეთად რაიმეს გაკეთება შეგვეძლო."

კლარკის კრიტიკას შემდეგ მოჰყვა არასასიამოვნო ამბები ერაყიდან. მიმდინარე თვეში ერაყის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში დაწყებული საბრძოლო მღელვარებების შედეგად სულ მცირე 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ჯერ-ჯერობით ცუდი ამბების მიუხედავად, ამ კვირაში გაკეთებული გამოკითხვისმიხედვით, პრეზიდენტ ბუშის ნდობის რეიტინგი შეერთებული შტატების მოსახლეობაში იზრდება.

აქამდე არსებული მონაცემებით, 2 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ბუშის კონკურენტი დემოკრატი სენატორი ჯონ კერი მცირედი უპირატესობით სარგებლობდა. თუმცა მიმდინარე კვირის დასაწყისში ეიბისი ნიუსისა და ვაშინგტონ პოსტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რესპოდენტთა უმრავლესობამ, 48 პროცენტმა სწორედ ბუშს დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა სენატორ ქერის მაჩვენებელი ხუთი ერთეულით ნაკლები-43 პროცენტი იყო. პრაქტიკულად ანალოგიური შედეგები აჩვენა სიენენისა და იუესეი თუდეის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვაებმაც.

ბუშისათვის უკანასკნელ ხანს შექმნილი განსაკუთრებით რთული ვითარების გამო, შესაძლოა შედეგები არცთუ ლოგიკურად გამოიყურებოდეს. თუმცა როგორც ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის ისტორიისა და პოლიტიკის პროფესორი ალან ლიქტმენი ასკვნის, რომ ამჟამად ბუშის პოლიტიკის წარმატებულობის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

[ალან ლიქტმენის ხმა] " მიუხედავად იმისა, რომ ამბები კარგი არ არის, საზოგადოების ყურადღება ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებზეა ფოკუსირებული. ანუ სახეზეა პრეზიდენტისა და დროშის გაშემო თავმოყრის ეფექტი."

ლიქტმენის აზრით, კერიმ შეცდომა დაუშვა, როცა თავისი თავის საზოგადოებისთვის წარდგენის უფლება ბუშს მისცა. ის ამბობს, რომ როგორც ჩანს კერი მხოლოდ თავის მრჩევლებს უსმენს და არა პოლიტიკურ ინსტიქტს, რამაც იგი პირველ რიგში ძლიერ საპრეზიდენტო კონკურენტად აქცია.

ლიქტმენი ამბობს, რომ გასული თვის განმავლობაში ბუშის საარჩევნო კამპანიაში რეკორდული ოდენობის ფული დაიხარჯა. ამ კამპანიის ძირითადი ნაწილი ისეთი სარეკლამო კლიპების დამზადებაა, რომელშიც ქერი თეთრი სახლისათვის შეუსაბამო ადამიანადაა წარმოდგენილი. ამ დროს ქერიმ კი მხოლოდ ახლაღა დაიწყო საკუთარი სარეკლამო კლიპებზე ზრუნვა.

[ლიქტმენის ხმა] " მე ვფიქრობ რომ ახლა სწორედ ბუშის დიდი ფული იძლევა ასეთ სხვაობას. მან 50 მილიონი დოლარი დახარჯა დიდწილად მხოლოდ იმაში, რომ ჯონ კერი უარყოფითი მხრით წარმოეჩინა. კერი, როგორც უთავბოლო, ქერი როგორც მოუხერხებელი. მაშინ, როცა ხალხმა ჯონ ქერის შესახებ ბევრი არაფერი იცის და ამ დროს ბუში მთელ თავის ფულს მისი ნეგატიური პორტრეტის შექმნაში ხარჯავს, ეფექტი გარდაუვალია."

მაგრამ როგორც ლიქტმენი ვარაუდობს, არჩევნებამდე დარჩენილი ექვსთვენახევრით ადრე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების სერიოზულად მიჩნევა არ ღირს. თუმცა, მისივე თქმით, სოციოლოგიური კვლევის შედეგების თვალის დევნების ბევრი მიზეზი არსებობს. მათ შორის იმის გასარკვევად, პოლიტიკური კამპანიის მანძილზე როგორ იცვლება რეიტინგი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ლიქტმენი ასკვნის, რომ ვერცერთი გამოკითხვა ვერ შეძლებს იმის წინასწარმეტყველებას, როგორ მოიქცევა ამომრჩეველი უშუალოდ არჩევნების დღეს.

[ლიქტმენის ხმა] " გამოკითხვა, მით უმეტეს ასე ადრე, ვერანაირად ვერ განსაზღვრავს, რა შედეგებით დასრულდება არჩევნები. გამოკითხა წინასწარმეტყველება არ არის, მაგრამ ის არის იმის ასახვა, რაც ახლა ხდება."

ლიქტმენი იხსენებს 1988 წლის საპრეზიდენტო კამპანიას, როცა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დემოკრატი კანდიდატი მაიკლ დუკაკისი ჯორჯ ბუშ მამას სოციალური გამოკითხვის შედეგებით 17 პროცენტით უსწრებდა. არჩევნების დღეს კი რადიკალურად განსხვავებული სურათი შეიქმნა- ჯორჯ ბუშ უფროსმა მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა.

XS
SM
MD
LG