Accessibility links

logo-print

დღეს აფეთქებებმა ერაყში არაერთი ადამიანის


დღეს აფეთქებებმა ერაყში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.უკანასკნელი აფეთქება საინფორმაციო სააგენტოების ცნობით,

დღეს აფეთქებებმა ერაყში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.უკანასკნელი აფეთქება საინფორმაციო სააგენტოების ცნობით,



ბასრას ნავთობის მთავარ ტერმინალზე მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტერმინალს შეეჯახა კატარღა, რომელშიც თვითმკვლელი მოიერიშეები ისხდნენ ბასრას ტერმინალის გამტარობა დღეში 1,9 მილიონი ბარელი ნავთობია. დღესვე აფეთქება სამხრეთ ბაღდადში 14 ადამიანის სიკვდილით დასრულდა. საავტომობილო მაგისტრალზე აფეთქება ავტობუსის მახლობლად მოხდა. დაღუპულებიც სწორედ ავტობუსის მგზავრები არიან.
ამ შემთხვევამდე კი საბრძოლო რაკეტა მოხვდა ბაღდადის შიიტურ დასახლება სადრში განთავსებულ სავაჭრო ობიექტს. დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია. აფეთქების მიზეზები უცნობია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მომხდარში ამერიკული მხარე დაადანაშაულია. ბრალდება კატეგორიულად უარყო შეერთებული შტატების კოალიციის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა მარკ კიმიტმა. მისი თქმით, დღეს ბაღდადში, კუთსა და თიქრითში მომხდარი აფეთქებებისა და შეტაკებების შედეგად 7 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG