Accessibility links

რუსთავში დააპატიმრეს თემურ ხაჩიშვილი -


რუსთავში დააპატიმრეს თემურ ხაჩიშვილი - საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი უშიშროების მინისტრის მოადგილე.

რუსთავში დააპატიმრეს თემურ ხაჩიშვილი - საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი უშიშროების მინისტრის მოადგილე.
ამჟამად ხაჩიშვილი პოლიტიკურ გაერთიანება "ცენტრისტების" ლიდერია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონოდ შენახვის მუხლით. ხაჩიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით იყო გასამართლებული. ის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყალეს და გაათავისუფლეს. ასევე ხაჩიშვილს ბრალად ედებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზება
XS
SM
MD
LG