Accessibility links

logo-print

ერაყის უდიდესი ნავთობ-ტერმინალი კვლავ დახურულია


ერაყის უდიდესი ნავთობ-ტერმინალი კვლავ დახურულია მას შემდეგ, რაც წუხელ თვითმკვლელმა მოიერიშეებმა კატარღებით თავდასხმა განახორციელეს.

ერაყის უდიდესი ნავთობ-ტერმინალი კვლავ დახურულია მას შემდეგ, რაც წუხელ თვითმკვლელმა მოიერიშეებმა კატარღებით თავდასხმა განახორციელეს.
ამის შესახებ ერაყის ნავთობმრეწველობის მინისტრმა იბრაჰიმ ბარ ალ ულუმმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბასრის ნავთობტერმინალი ხვალამდე მაინც არ ამუშავდება. მაგრამ მის სიახლოვეს მდებარე მომცრო ტერმინალი ხავრ ალ ამაია ისევ გაიხსენა დღეს დილას, თავდასხმებიდან რამდენიმე საათში. გუშინდელმა თავდასხმებმა 3 ამერიკელი მეზღვაურის სიცოცხლე შეიწირა. კვირას კი იერიშები განხორციელდა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში. დაიღუპა 4 და დაიჭრა 15 ერაყელი. იუწყებიან ასევე, რომ გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ლახდარ ბრაჰიმიმ ვაშინგტონის ადმინისტრაციას მოუწოდა, "ფრთხილად იმოქმედოს" ქალაქ ფალუჯაში. ფალუჯა მუსლიმან მეამბოხეებსა და ამერიკელ სამხედროებს შორის გააფრთებული შეტაკებების ადგილი იყო. დღეს ერაყელმა შუამავალმა გაავრცელა ცნობა, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა ამჟამინდელი ზავის გაგრძელებაზე შეთანხმება მოახერხეს.
XS
SM
MD
LG