სამხრეთი კორეის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთი კორეის სახელმწიფო მასმედიამ დღეს შეატყობინა მოქალაქეებს, რომ ქვეყანა დაყაბულდა უცხოეთიდან
დახმარების მიღებას ხუთშაბათს მომხდარ სარკინიგზო ავარიასთან დაკავშირებით. კომუნისტური კორეის მასმედიას შაბათამდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია ავარიის დეტალებზე - ანუ, ეს ინფორმაცია გაავრცელა ორ დღეში მას შემდეგ, რაც უცხოეთში გაჟონა ცნობამ მოხდარის თაობაზე. საერთაშორისო დახმარების პირველი პარტია დღეს დილას ჩავიდა: 11-მა სატვირთო ავტომანქანამ გადაჭრა ჩვეულებრივ ჩაკეტილი საზღვარი ჩინეთიდან და მიაშურა ქალაქ რიონჩონს, რომელშიც ავარია მოხდა. დახმარება ჩადის რუსეთიდანაც: ამ ქვეყნის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო ჩრდილოეთ კორეაში დახმარების ტვირთით სავსე თვითმფრინავის აგზავნის. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქებამ რიონჩონის რკინიგზის სადგურზე სულ მცირე 161 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილების რიცხვი 1300-ს აღწევს.