Accessibility links

logo-print

კომპანია "მაგთიკომის" დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე


კომპანია "მაგთიკომის" დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე დღეს წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

კომპანია "მაგთიკომის" დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე დღეს წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
გენერალური პროკურორის, ირაკლი ოქრუაშვილის ცნობით, ჯოხთაბერიძე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა მეუღლემ მანანა შევარდნაძემ 15 500 000 დოლარი გადაიხადა. ოქრუაშვილის თქმით, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მანანა შევარდნაძის პირადი ანგარიშიდან ჩაირიცხა. თუმცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას არავითარი სადავო თანხა ბიუჯეტში არ გადაუხდია და საუბარია კომპანიაში მისი წილის ტრანსაქციაზე საქართველოდან აშშ-ში. გია ჯოხთაბერიძე რამდენიმე თვის წინათ დააკავეს გადასახადების დიდი ოდენობით გადაუხდელობის ბრალდებით. როგორც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, გია ჯოხთაბერიძის გათავისუფლების სანაცვლოდ გადახდილი 15,5 მილიონი დოლარით დაიფარება საქართველოს მასშტაბით პენსიონერების ერთი თვის დავალიანება და გაიცემა პედაგოგების ერთი თვის ხელფასი. დარჩენილი 2-3 მილიონი საქართველოს არმიას გადაეცემა. სააკაშვილის თქმით, "ეს არის ის ფული, რომელიც შევარდნაძის ოჯახმა ქართველ ხალხს წაართვა, და ის ისევ ხალხს დაუბრუნდება".
XS
SM
MD
LG