Accessibility links

logo-print

დღესვე, ბაღდადში, ნაღმებზე აფეთქდა, სულ


დღესვე, ბაღდადში, ნაღმებზე აფეთქდა, სულ ცოტა, აშშ-ის ოთხი სამხედრო ავტომანქანა.

დღესვე, ბაღდადში, ნაღმებზე აფეთქდა, სულ ცოტა, აშშ-ის ოთხი სამხედრო ავტომანქანა.
თვითმხილველთა ცნობით, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. დღესვე განახლდა ქალაქ ბასრიდან ერაყის ნავთობის ექსპორტი. სამხრეთი ერაყის ეს უმსხვილესი ნავთობტერმინალი შაბათს, გვიან ღამით დაიხურა - მას შემდეგ, რაც წარუმატებლად დამთავრდა მისი აფეთქების ცდა. კოალიციის ძალების წარმომადგენელმა დან სენორმა განაცხადა: [დან სენორის ხმა] "ჩვენ არ ველით, რომ ერაყში ძალადობის აქტები 30 ივნისისთვის შეწყდება - როცა ქვეყნის მართვის სადავეები ერაყის მთავრობას გადაეცემა. ეს აქტები ამ თარიღის შემდეგაც გაგრძელდება. ერაყში ტერაქტების საშიშროება ჯერ კიდევ ძალიან დიდია და ეჭვი გვეპარება, უშიშროების ადგილობრივმა ძალებმა 30 ივნისის შემდეგ ამ საფრთხესთან უჩვენოდ გამკვლავება შეძლონ."
XS
SM
MD
LG