Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში


ევროპის კავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა

ევროპის კავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა
დახმარება უნდა გაუზარდოს კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილს. ფერჰოიგენმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ შაბათს ჩატარებულ რეფერენდუმში კვიპროსის მოსახლეობამ უარყო გაეროს მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც კუნძულის ბერძნული და თურქული ნაწილების გაერთიანებას ისახავს მიზნად. უარი იმას ნიშნავს, რომ 1 მაისიდან, ანუ ევროკავშირში კვიპროსის შესვლის შემდეგ, ამ კავშირის კანონები და შეღავათები არ გავრცელდება კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილზე, რომელსაც თურქები აკონტროლებენ. ფერჰოიგენის თქმით, ევროპის კავშირმა ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კუნძულის ერთი ნაწილის კიდევ უფრო მეტი იზოლაცია მეორისგან.
XS
SM
MD
LG