Accessibility links

logo-print

ისრაელი დღეს თავისი დამოუკიდებლობის 56-ე


ისრაელი დღეს თავისი დამოუკიდებლობის 56-ე წლისთავს აღნიშნავს. შესაბამისად გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები

ისრაელი დღეს თავისი დამოუკიდებლობის 56-ე წლისთავს აღნიშნავს. შესაბამისად გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები
ქვეყნის მსხვილ ქალაქებში. მიღებული ცნობების თანახმად, რაიმე სერიოზული ინციდენტები არ აღრიცხულა, მაგრამ წუხელ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ერთ-ერთ საკონტროლო-გამოშვებ პუნქტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაიჭრა კიდევ ორი მესაზღვრე. დღესვე, ლუქსემბურგში, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ იმედი გამოთქვა, რომ მალე შეიქმნება პირობები ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ჩიხიდან გამოსაყვანად.
XS
SM
MD
LG