Accessibility links

logo-print

დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და


დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში

დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში
საკუთარი ქონების დეკლარირება მოახდინეს. ბიუროს ცნობით, 1 აპრილიდან დღემდე ქონებრივი დეკლარაცია 4 ათასამდე თანამდებობის პირიდან ნახევარზე ცოტა მეტს აქვს წარმოდგენილი. ამავე ინფორმაციით, პარლამენტის წევრებიდან ქონებრივი დეკლარაცია ბიუროში 97-მა დეპუტატმა ჩააბარა. როგორც საინფორმაციო ბიუროში აცხადებენ, თუ თანამდებობის პირი დადგენილ ვადაში - 1-დან 30 აპრილამდე - არ წარადგენს ბიუროში ქონებრივ დეკლარაციას, მას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაეკისრება ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.
XS
SM
MD
LG