Accessibility links

logo-print

ერაყის ქალაქ ფალუჯაში, მეჩეთთან მომხდარი


ერაყის ქალაქ ფალუჯაში, მეჩეთთან მომხდარი შეტაკების შედეგად დაიღუპნენ რვა ერაყელი მეამბოხე და

ერაყის ქალაქ ფალუჯაში, მეჩეთთან მომხდარი შეტაკების შედეგად დაიღუპნენ რვა ერაყელი მეამბოხე და
ერთი ამერიკელი ჯარისკაცი. [სროლის ხმა] აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერლის მარკ კიმიტის განცხადებით, ცეცხლი პირველად მეამბოხეებმა გახსნეს. [მარკ კიმიტის ხმა] "კოალიციის ძალებს კიდევ ერთხელ გაუხსნეს ცეცხლი მეჩეთის ტერიტორიიდან, ნაღმსატყორცნებისა და მსუბუქი იარაღის გამოყენებით. სწრაფი რეაგირების ძალებმა, ტანკებისა და ავიაციის მხარდაჭერით, მეჩეთზე იერიში მიიტანეს და რვა ერაყელი მეამბოხე მოკლეს. ბრძოლაში კოალიციის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რვა - დაიჭრა." ბაღდადში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა, როცა აფეთქებამ ნაწილობრივ დაანგრია შენობა, სადაც ჯარისკაცები საეჭვო ქიმიურ ნივთიერებებს ეძებდნენ. სამხრეთი ერაყის ქალაქ დივანიაში, საფარიდან, თავს დაეხსნენ კოალიციის წევრ ესპანელ სამხედრო მოსამსახურეებს, თუმცა, ამ უკანასკნელთაგან, როგორც იუწყებიან, არავინ დაშავებულა. ესპანელ ჯარისკაცთა ცნობით, საპასუხო ცეცხლით მათ რამდენიმე თავდამსხმელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG