Accessibility links

logo-print

ესპანეთის პარლამენტმა მომავალ კვირამდე გადადო


ესპანეთის პარლამენტმა მომავალ კვირამდე გადადო კენჭისყრა, რომელზეც ერაყიდან ამ ქვეყნის ჯარის გაყვანის საკითხი უნდა

ესპანეთის პარლამენტმა მომავალ კვირამდე გადადო კენჭისყრა, რომელზეც ერაყიდან ამ ქვეყნის ჯარის გაყვანის საკითხი უნდა
გაერკვიათ. ამის მიუხედავად ესპანეთის ჯარს ერაყიდან გასვლა დაწყებული აქვს. პარლამენტის გადაწყვეტილება ვერ შეცვლის პრემიერ საპატეროს განკარგულებას, გამოიყვანონ ერაყიდან 1300 ესპანელი სამხედრო მოსამსახურე.
დღესვე ბულგარეთის პრეზიდენტმა გიორგ ფარვანოვმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ჯარს ერაყში სტოვებს, მაგრამ დაუყოვნებლივ საჭიროებს სამხედრო მხარდაჭერას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გამოაცხადა, რომ 1 ივლისს ძალაუფლების ადგილობრივი ხელისუფლების ხელში გადასვლის შემდეგ, მას მისი უფლებების გარკვეული დათმობა მოუწევს, რათა აშშ-ის არმიას თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცეს. [პაუელის ხმა] "ახალი მთავრობა სუვერენული იქნება მაგრამ უფლებასმოსილების ნაწილს ჩვენ ვიკისრებთ. ეს არ ნიშნავს, რომ მისთვის უფლებასმოსილების წართმევა გვსურს. იმედია ერაყელები გაგვიგებენ, ერაყს ჩვენი დახმარება სჭირდება, ამისთვის კი ჩვენ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება უნდა გვქონდეს, რაც სუვერენიტეტის გარკვეულ შეზღუდვას გამოიწვევს".
XS
SM
MD
LG