Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირმა და რუსეთმა პარტნიორობის


ევროპის კავშირმა და რუსეთმა პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმება გააფართოეს, გაავრცელეს რა ის კავშირის 10 ახალ

ევროპის კავშირმა და რუსეთმა პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმება გააფართოეს, გაავრცელეს რა ის კავშირის 10 ახალ
წევრზეც. ლუქსემბურგში მოლაპარაკებაზე ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც გაფართოების გამო რუსეთს აწუხებდა. საქმე ეხება ვაჭრობას, კალინინგრადის- კოფილი კენიგსბერგის ოლქს და რუსეთის მოქალაქეთათვის ევროპის კავშირის ვიზის მიღების პროცედურის გამარტივებას.
ევროპის კავშირის დელეგაციას ამ შეხვედრაზე ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრაიან კოუენი ხელმძღვანელობდა, მან ვთქვა, რომ რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა ახალ დონეზე ავიდა. [კოუენის ხმა] "ახლა, როცა შეთანხმება კავშირის გაფართოებასაც ითვალისწინებს, ევროპის კავშირს და რუსეთს შეუძლიათ თავიანთი ურთიერთობა ახალ დონეზე აიყვანონ, ახალი შეთანხმება ევროკავშირს და რუსეთს ახალ შესაძლებლობას აძლევს ევროპის კავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით".
XS
SM
MD
LG