Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირს ბრიუსელში პირველად ბოლო


ევროპის კავშირს ბრიუსელში პირველად ბოლო 15 წელიწადში ეწვია ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი. კადაფის აეროპორტზე დახვდა

ევროპის კავშირს ბრიუსელში პირველად ბოლო 15 წელიწადში ეწვია ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი. კადაფის აეროპორტზე დახვდა
კომისიის თავმჯდომარე რომანო პროდი, რომელმაც ხაზგასმით მეგობრულად მიიღო კადაფი. კადაფი ცდილობს თავისი ქვეყანა ევროპის კავშირის ხმელთაშუა ზღვის პარტნიორობის წევრი გახადოს. მას მერე, რაც მან უარი თქვა ტერორიზმსა და მასობრივი განადგურების იარაღზე, ის ევროკავშირთან დაახლოების ესწრაფვის.
მან ბრიუსელში შემდეგ განაცხადა: [კადაფის ხმა] "მსურს გამოვიყენო შესაძლებლობა და განგიცხადოთ, ევროპის კომისიას, და ჩემი ძვირფასი ძმის რომანო პროდის თანდასწრებით, რომ ლიბიას განზრახული აქვს ითამაშოს მსოფლიოში მშვიდობის მიღწევის საქმეში წამყვანი როლი".
გასულ კვირაში აშშ-მა გააუქმა ლიბიის წინააღმდეგ სავაჭრო სანქციები. ბრიუსელში კადაფის მიმართ მეგობრულად განწყობილი ხალხიც გავიდა ქუჩაში სადემონსტრაციოდ და ისინიც, ვინც მას "დამნაშავედ" და "ტერორისტად" მიიჩნევენ.
რომანო პროდიმ განაცხადა, რომ ლიბიის რეტენზიები დაკმაყოფილდება, როცა მის მიმართ გერმანიის და ბულგარეთის მოთხოვნები შესრულდება. ბერლინი იქ მოწყობილი თავდასხმის კომპენსაციას მოითხოვს, ხოლო ბულგარეთი მისი ექვსი მოქალაქის ლიბიის ციხიდან განთავისუფლებას.
XS
SM
MD
LG