Accessibility links

logo-print

ერაყის ქალაქ ფალუჯაში შედარებითი სიმშვიდის


ერაყის ქალაქ ფალუჯაში შედარებითი სიმშვიდის შემდეგ კვლავ განახლდა მწვავე ბრძოლები სუნიტთა რაზმებსა და ამერიკის ჯარებს შორის,

ერაყის ქალაქ ფალუჯაში შედარებითი სიმშვიდის შემდეგ კვლავ განახლდა მწვავე ბრძოლები სუნიტთა რაზმებსა და ამერიკის ჯარებს შორის,
რომლებსაც ქალაქი ალყაში ჰყავთ მოქცეული. ავიაცია კვლავ ახორციელებს იერიშებს ფალუჯის გარეუბანზე, სადაც შეიარაღებული სუნიტები არიან გამაგრებული. ერაყში გაეროს წარგზავნილი ლაჰდარ ბრაჰიმი ფალუჯაში კონფლიქტის სასწრაფოდ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა პარლამენტის წინაშე განაცხადა, რომ ფალუჯაში მოკავშირეთა სამხედრო მოქმედებები სავსებით გამართლებულია. [ბლერის ხმა] "ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ერაყელთა უმრავლესობას, თავად ფალუჯაშიც კი, სურს, რომ ამბოხებულებმა იარაღი დაყარონ და ნორმალური მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობები შეიქმნას." ამერიკის ჯარებს კვლავ ალყაში ჰყავთ მოქცეული ქალაქი ნაჯაფიც, რომელიც რადიკალი შიიტი ლიდერის, მოყტადა ას-სადრის დასაყრდენი პუნქტია.
XS
SM
MD
LG