Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა


კიევში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის ოპოზიციური ბლოკის ,,ჩვენი უკრაინის" ლიდერმა ვიქტორ იუშენკომ ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე,

კიევში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის ოპოზიციური ბლოკის ,,ჩვენი უკრაინის" ლიდერმა ვიქტორ იუშენკომ ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე,
პარტიული თანამშრომლობის საკითხები და ორ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია განიხილეს. როგორც ,,ჩვენი უკრაინის" პრესმდივანი ირინა გერაშენკო იტყობინება, შეხვედრაზე, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა, სააკაშვილმა და იუშენკომ პოლიტიკური ურთიერთქმედებების, ,,ჩვენი უკრაინის" და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" შორის პარტიული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. იუშენკო, მიმდინარე წელს ოქტომბერში, უკრაინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს ჩავიდა კიევში და მან უკვე გამართა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან. საქართველოს პრეზიდენტი ოთხშაბათსვე გაემგზავრა პოლონეთში, სადაც ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ვარშავაში, მიხეილ სააკაშვილი სამხრეთი კავკასიის სახელმწიფოთა მეთაურებსაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG