Accessibility links

logo-print

გერმანიის პრეზიდენტმა იოჰანეს რაუმ დღეს


გერმანიის პრეზიდენტმა იოჰანეს რაუმ დღეს ბერლინში გახსნა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ორდღინი საერთაშორისო კონფერენცია.

გერმანიის პრეზიდენტმა იოჰანეს რაუმ დღეს ბერლინში გახსნა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ორდღინი საერთაშორისო კონფერენცია.
რაუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკაფიოდ უნდა განვასხვავოთ ისრაელის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური კრიტიკა (როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა) და ის, რაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაახასიათა, როგორც ანტისემიტური განწყობილების მასშტაბური ზრდა. ხშირად ისრაელის კრიტიკა ანტისემიტიზმისგან ამოიზრდება ხოლმე, თქვა რაუმ. კონფერენციაში, რომელიც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით იმართება, 55 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG