Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს მიიღო


გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს მიიღო რეზოლუცია, რომლის მიზანია ტერორისტებს მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვებაში შეუშალოს ხელი.

გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს მიიღო რეზოლუცია, რომლის მიზანია ტერორისტებს მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვებაში შეუშალოს ხელი.
რეზოლუცია, რომელიც საბჭოს 15-ვე წევრმა მოიწონა, გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გააძლიერონ კონტროლი ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული მასალების ექსპორტზე. იგი მოუწოდებს სახელმწიფოებს თავიანთი საზღვრების ფარგლებში უზრუნველყონ ამ მასალების დაცვა. რეზოლუციის პროექტი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიერ იქნა წარმოდგენილი. დიპლომატების თქმით, ეს რეზოლუცია აუცილებელი იყო ბირთვული იარაღის გაუვრცელებელობის ხელშეკრულებებში არსებული ნიშების ამოსავსებად.
XS
SM
MD
LG