Accessibility links

logo-print

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა


დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირის წევრად

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირის წევრად
მიღება მხოლოდ 10-15 წლის შემდეგ იქნება მიზანშეწონილი.
შირაკის თქმით, თურქეთი ევროკავშირის პირობებს ვერ აკმაყოფილებს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე სასამართლო რეფორმის განხორციელების მიმართულებით.
[შირაკის ხმა]" თურქეთი ჯერ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებსაც კავშირის ნებისმიერ ახალ წევრს ვუყენებთ. ეჭვგაერშეა, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თურქეთმა მნიშვნელოვანი, ხაზს ვუსვამ, მნიშვნელოვანი ძალისხმევა გამოიჩინა სხვადასხვა სფეროში ჩვენი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ გასაკეთეებლი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს."
დღესვე შირაკმა გამოთქვა იმედი, რომ ივნისში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტი გაფართოვებული ბლოკის ახალ კონსტიტუციას დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG