Accessibility links

მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ბრანკო ცრვენკოვსკი დღეს


მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ბრანკო ცრვენკოვსკი დღეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საკუთარ

მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ბრანკო ცრვენკოვსკი დღეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საკუთარ


მხარდამჭერებს მიესალმა.
მაკედონიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გუშინ გამართული არჩევნების მეორე ტურში ცრვენკოვსკიმ ხმათა 63 პროცენტი მოაგროვა. არჩევნებში მონაწილეობა გუშინ ამომრჩევლის 53 პროცენტმა მიიღო. ცრვენკოვსკის კონკურენტ სასკო კედევს მხოლოდ 37-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
მაკედონიაში რიგგარეშე არჩევნები თებერვალში პრეზიდენტ ბორის ტრაიკოვსკის ავიაკატასტროფის შედეგად გაღუპვის შემდეგ დაინიშნა. ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანებასა და მშვიდობას ჰპირდება.
ეუთოს დასკვნით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაკედონიაში დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდა.
XS
SM
MD
LG