Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას დიალოგი ექნება ევროკავშირთან, რომ ამ

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას დიალოგი ექნება ევროკავშირთან, რომ ამ
საერთაშორისო გაერთიანების გაფართოებასთან ერთად არ დაიკეტოს ევროკავშირის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის.
ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან ალექსანდრე კვაშნიევსკისთან ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ.
სააკაშვილის თქმით, არსებული წესებით საფრთხე იმისა, რომ ევროკავშირის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის დაიკეტოს არსებობს. ეს რომ არ მოხდეს, საქართველოს სჭირდება ასიმეტრიული სავაჭრო პრეფერენციების მიღება, განაცხადა პრეზიდენტმა.
ვარშავაში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის საქართველოს პრეზიდენტი 28 აპრილს ჩავიდა.

XS
SM
MD
LG