Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული შერეული


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული შერეული სამშვიდობო კონტინგენტის ერთ-ერთ პოლიგონზე ხუთშაბათს,

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული შერეული სამშვიდობო კონტინგენტის ერთ-ერთ პოლიგონზე ხუთშაბათს,
ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჩაბარებული დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალები გაანადგურეს.
როგორც პრაიმ-ნიუსს საქართველოში ეუთო-ს მისიის პრესმდივანმა ვიტოლდ კარპმა განუცხადა, ეს ღონისძიება ეუთო-ს მიერ დაფინანსებული პროგრამით ხორციელდება, რაც სოციალური ხასიათის დახმარების სანაცვლოდ, იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარებას ითვალისწინებს.
კერძოდ, იარაღის ჩაბარების სანაცვლოდ, ეუთო არემონტებს გზებს, შენობებს, საკომუნიკაციო სისტემებს, ეხმარება სკოლებს ტექნიკურ უზრუნველყოფაში და ა.შ, - განაცხადა მან.
ამასთან, აღნიშნულ საკითხზე პრაიმ-ნიუსთან საუბრისას, უკმაყოფილება გამოთქვა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა, რომელიც მართებულად არ მიიჩნევს ,,ოსური მოსახლეობის განიარაღებას კონფლიქტის ზონაში ქართული ძალების შეიარაღების ფონზე".
კერძოდ, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის ქართულ სოფელ ერედვსა და ქურთაში საქართველოს შსს-ს დამატებითი განყოფილებების გახსნის საკითხის კომენტირებისას, ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ,,მოსახლეობის მიერ იარაღის ჩაბარება დადებითი ფაქტია, თუმცა გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც საომარი მოქმედებების დასრულებიდან 12 წლის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში დამატებითი პოლიციური ფორმირებების გადასროლას ახორციელებს".


XS
SM
MD
LG