Accessibility links

logo-print

დღეს პრემიერ მინისტრმა ზურაბ


დღეს პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ თხოვნით მიმართა გაეროს, ახალი ენერგიით შეუდგეს აფხაზური სეპარატიზმის პრობლემის მოგვარების საკითხს საქართველოში.

დღეს პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ თხოვნით მიმართა გაეროს, ახალი ენერგიით შეუდგეს აფხაზური სეპარატიზმის პრობლემის მოგვარების საკითხს საქართველოში.
ჟვანიამ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ საქართველოს ახალი მთავრობაა პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა, თუმცა აფხაზეთის მხარის წინააღმდეგობას აწყდება, როგორც მოლაპარაკებების განახლების, ისე ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებში.

[ჟვანიას ხმა ] "ჩვენ მივესალმებით აფხაზურ მხარესთან ურთიერთობის გაუმჯობესების ყველა მცდელობას, თუმცა ამავდროულად ჩვენ არ შეგვიძლია მათ იმის ნება დავრთოთ, რომ სამშვიდობო პროცესი ჩიხში შეიყვანონ."

ამ კვირაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესი აფხაზეთში მტკივნეულად ნელა მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG