Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ მან დამოუკიდებელი სამთავარობო კომისიის ყოველ კითხვას გასცა პასუხი დღეს თეთრ სახლში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ მან დამოუკიდებელი სამთავარობო კომისიის ყოველ კითხვას გასცა პასუხი დღეს თეთრ სახლში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე.
შეკითხვები 11 სექტემბრის ტერაქტების თემას ეხებოდა. ბუში და ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი სამი საათის განმავლობაში უპასუხებდნენ კომისიის წევრთა შეკითხვებს. შეხვედრის შემდეგ ბუშმა თქვა: [ბუშის ხმა] "ეს ძალიან გულითადი საუბარი იყო. შეკითხვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. და ვფიქრობ, ეს მათ დაეხმარა იმის გაგებაში, თუ რას ვფიქრობ, როგორ ვუძღვები თეთრ სახლს და რას ვაკეთებთ საფრთხის თავიდან ასაცილებლად." შეკითხვაზე, თუ რატომ მოითხოვა მან კომისიის წინაშე ჩეინისთან ერთად გამოცხადება, ბუშმა თქვა, რომ არცერთს არაფერი ჰქონია დასამალი და რომ ჰქონოდათ, მაშინ კომისიას არ შეხვდებოდნენ. ბუშმა და ჩეინიმ ფიცის დადების გარეშე მისცეს ჩვენება. მათი ჩვენების აუდიო და ვიდეოჩანაწერი არ გაკეთებულა. თავდაპირველად ბუში ეწინააღმდეგებოდა სამთავრობო კომისიის შექმნას და შეეცადა შეეზღუდა იმ ოფიციალურ პირთა წრე, რომელთაც ჩვენებების მიცემა შეიძლება მოუწიოს.
XS
SM
MD
LG