Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სამხედროები აპირებენ ერაყის ახლად


ამერიკელი სამხედროები აპირებენ ერაყის ახლად ჩამოყალიბებულ უშიშროების ძალებთან თანამშრომლობას ფალუჯის

ამერიკელი სამხედროები აპირებენ ერაყის ახლად ჩამოყალიბებულ უშიშროების ძალებთან თანამშრომლობას ფალუჯის
- ბაღდადის დასავლეთით მბედარე ალყაშემორტყმული ქალაქის - კონტროლის საკითხში. ამ გეგმაზე ისაუბრა შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა გენერალმა ჯონ აბიზაიდმა და გეგმას უწოდა "შესაძლებლობა", რომლით სარგებლობის შედეგად ფალუჯაში, როგორც აბიზაიდი იმედოვნებს, სიმშვიდე დაისადგურებს. ფალუჯაში, რომელიც სუნიტი მუსლიმანების მთავარი დასაყრდენია, აქამდე ვითარება დაძაბული იყო. შეერთებული შტატების არმიის ბრიგადის გენერალმა მარკ კიმიტმა კი ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამერიკული ჯარები უკან არ იხევენ ფალუჯიდან. მისი განმარტებით, ერაყის ახალი ჯარი, 1000-მდე ყოფილი ჯარისკაცი, რომელთაც ფალუჯის ბრიგადას უწოდებენ, ამერიკელი საზღვაო ქვეითების "სრულ საოპერაციო კონტროლს" დაექვემდებარება. ვაშინგტონში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ კოალიციის ჯარები ერაყში სტაბილიზაციის მხრივ წინ მიიწევენ მიუხედავად იქ ძალადობის აქტებისა.
XS
SM
MD
LG