Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი შეშფოთებულია მასალით, რომელზეც ასახულია

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი შეშფოთებულია მასალით, რომელზეც ასახულია
ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყელი პატიმრების წვალება და დამცირება. ამ საკითხზე ისაუბრა ანანის პრეს-მდივანმა ფრედ ეკარდმა, რომლის სიტყვებით, გენერალური მდივანი გადაჭრით ეწინააღმდეგება პატიმრების წვალებას. ერაყელი პატიმრების წვალება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც დაგმო: [ჯორჯ ბუშის ხმა] "მეც ვიზიარებ აღშფოთებას პატიმრებთან ასე მოპყრობის გამო. ასეთი მოპყრობა ამერიკელებისათვის დამახასიათებელი არ არის. ასეთ რამ ჩვენთან, ამერიკაში მიღებული არ არის". ეს გამოხმაურება მოჰყვა ფოტოსურათებს, რომლებზეც აღბეჭდილი არიან ერაყელი პატიმრები - შიშველი, ერთი მათგანი კანზე ინგლისური შეურაცხმყოფელი წარწერით. ამასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 6 ამერიკელი ჯარისკაცის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG