Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მაკედონიის პოლიციამ ქვეყნის შინაგან


დღეს მაკედონიის პოლიციამ ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ლიუბე ბოსკოვსკის ბრალი დასდო იმაში, რომ ორი წლის წინ იგი ხელს

დღეს მაკედონიის პოლიციამ ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ლიუბე ბოსკოვსკის ბრალი დასდო იმაში, რომ ორი წლის წინ იგი ხელს


უწყობდა პაკისტანელი და ინდოელი ემიგრანტების განადგურებას.
პოლიციის ვარაუდით, მკვლელობების მიზანი იყო, დაენახვებინა მსოფლიოსთვის, რომ მაკედონია ტერორიზმს წარმატებით ებრძოდა.
მაკედონიის პოლიციის პრესამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი პაკისტანელი და ერთი ინდოელი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის განკარგულებით, ბულგარეთიდან შეიყვანეს და მაკედონიის დედაქალაქის გარეუბანში დახვრიტეს.
ყოფილი მინისტრი ბრალდებებს უარყოფს. მის მიმართ ბრალის წაყენება კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გუშინ მაკედონიის პარლამენტმა ყოფილ მინისტრს იმუნიტეტი მოუხსნა.
XS
SM
MD
LG