Accessibility links

logo-print

დღეს საღამოს ევროკავშირის 10 ახალი


დღეს საღამოს ევროკავშირის 10 ახალი სახელმწიფოს დროშები აღიმართა დუბლინში, სადაც ევროკავშირის 25-ვე ქვეყნის ლიდერები

დღეს საღამოს ევროკავშირის 10 ახალი სახელმწიფოს დროშები აღიმართა დუბლინში, სადაც ევროკავშირის 25-ვე ქვეყნის ლიდერები
გაფართოვებული ევროპის პირველ სამიტში მონაწილეობენ.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ბერტი აჰერნმა სამიტის დაწყებამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი სამიტზე ევროკავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტზე შეთანხმების მიღწევას ვარაუდობს. მიუხდავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებში პროექტის საკვანძო საკითხებზეც კი არ არსებობს კონსენსუსი, მინისტრი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნების წყალობით მიიღწევა.
აჰერნის სურვილია, ევროკავშირის მომავალმა სამიტმა, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება, ევროკავშირის ახალ კონსტიტუციას წერტილი დაუსვას.
XS
SM
MD
LG