Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ოფიციალური


ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ოფიციალური პირები გმობენ კოალიციის ჯარისკაცების მიერ ერაყელი პატიმრების შეურაცხყოფისა

ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ოფიციალური პირები გმობენ კოალიციის ჯარისკაცების მიერ ერაყელი პატიმრების შეურაცხყოფისა


და წამების ფაქტებს, რომლებზეც პირველად პრესამ გაამახვილა ყურადღება.
დღეს ბრიტანეთის სამხედრო ძალების მინისტრმა ადამ ინგრამმა გასცა ბრძანება აღნიშნული რეპორტაჟებში ასახულის ობიექტურობის გამოსაკვლევად. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიტანელ ჯარისკაცებს კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევთ პასუხისგება. ბრიტანეთის არმიის მთავარსარდალმა სერ მაიკ ჯექსონმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პატიმრების წამება სამხედრო პოლიტიკის კანონებს ეწინააღმდეგება.
დღეს გაზეთმა "ბრიტიშ დეილი მირორმა" გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ ერაყელი ტყვეების შეურაცხყოფის კადრებს ასახავს.
ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ერაყელი პატიმრების შეურაცხყოფის ამსახველი ფოტოებით აღშფოთებული დარჩა პრეზიდენტი ბუშიც.
ერაყელ პატიმრებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტოების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა 6 ამერიკელი ჯარისკაცის მიმართ.
XS
SM
MD
LG