Accessibility links

აჭარაში მოქმედი ერთ-ერთი შეიარაღებული ფორმირების


აჭარაში მოქმედი ერთ-ერთი შეიარაღებული ფორმირების მეთაურმა ალექსანდრე დავითაძემ დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ავტონომიის

აჭარაში მოქმედი ერთ-ერთი შეიარაღებული ფორმირების მეთაურმა ალექსანდრე დავითაძემ დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ავტონომიის

მეთაურ ასლან აბაშიძეს და შაბათს, თბილისში ჩავიდა საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის მიზნით.
დავითაძე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო და მადლობა გადაუხადა მას ასეთი გადაწყვეტილებისთვის.
პრეზიდენტის თქმით, თუ აჭარაში ვითარება გართულდა, საქართველოს ხელისუფლება იფიქრებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ამ რეგიონში, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს.
სააკაშვილის განცხადებით, ამ დღეებში მთელი ევროპა ზეიმობს საზღვრების მოხსნას, პატარა საქართველოში კი შეიქმნა სამარცხვინო საზღვარი აჭარასთან, ჩოლოქზე იმისთვის, რომ ერთი ფეოდალის ქონება იყოს დაცული.
დღესვე ასლან აბაშიძეს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოლოგიური პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ანზორ დუმბაძემ.
XS
SM
MD
LG