Accessibility links

გაერთიანებული ოპოზიცია - ჩვენი აჭარას"


გაერთიანებული ოპოზიცია - ჩვენი აჭარას" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შაბათს, აჭარის ავტონომიის

გაერთიანებული ოპოზიცია - ჩვენი აჭარას" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შაბათს, აჭარის ავტონომიის

ადმინისტრაციულ საზღვარ ჩოლოქის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სცემეს, როდესაც ისინი ფოთში ჩასვლას აპირებდნენ სემინარში მონაწილეობის მისაღებად.
როგორც პრაიმ-ნიუსს ,,ჩვენი აჭარის" დარბაზის სპიკერმა ელგუჯა მაკარიძემ აცნობა, სემინარში აჭარის სხვადასხვა რაიონის და ქალაქის 50 ახალგაზრდას უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მაკარიძის ინფორმაციით, ახალგაზრდების ჯგუფი უკან ბათუმისკენ დაბრუნდა, მაგრამ მათ გზაში კვლავ დახვდნენ აბაშიძის მხარდამჭერები და მეორედ გაუსწორდნენ ფიზიკურად.
ამასთან, ჩოლოქზე რამდენიმე ახალგაზრდამ, რომლებიც ავტობუსით მგზავრობდნენ შესძლეს ფოთში ჩასვლა, - განაცხადა მაკარიძემ.
მისი ინფორმაციით, დაპატიმრებულია ერთ-ერთი მძღოლი, რომელსაც ახალგაზრდები მიჰყავდა ფოთში.

XS
SM
MD
LG