Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს კი ევროპაში მთავრობები და


დღეს კი ევროპაში მთავრობები და რიგითი ადამიანები თავისებურად აღნიშნავდნენ ევროკავშირის გაფართოვებას.

დღეს კი ევროპაში მთავრობები და რიგითი ადამიანები თავისებურად აღნიშნავდნენ ევროკავშირის გაფართოვებას.



ასობით ადამიანი შეიკრიბა გერმანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვრების თანხვედრის ადგილზე, გერმანულ ქალაქ ციტაუში. აქ ჩეხეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები და გერმანიის კანცლერი სიმბოლურად ერთად მივიდნენ საერთო საზღვარზე.
შემდეგ სამივე ლიდერი პოლონეთისა და ჩეხეთის სასაზღვრო ქალაქებში ჩავიდა.
პოლონეთის დედაქალაქში კი დღეს საზეიმო ღონისძიებების გარდა, გაიმართა ევროკავშირის საწინააღმდეგო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმა პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის
სუვერენიტეტის დაკარგვად შეაფასეს.
დღესვე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და ავსტრიის კანცლერი ერთმანეთს ასევე სასაზღვრო ქალაქ სოპრონში შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG