Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველი წლის პირველ მაისს ბერლინი ემსგავსება ქალაქს, რომელშიც საგანგებო მდგომარეობაა


გიორგი მაისურაძე, ბერლინი ყოველი წლის პირველ მაისს ბერლინი ემსგავსება ქალაქს, რომელშიც საგანგებო მდგომარეობაა შექმნილი - ასე იყო წელსაც, როცა დილიდანვე გავრცელდა ცნობები დემონსტრანტებსა და

პოლიციელებს შორის შეტაკებებზე. პოლიციის ინფორმაციით, მის რიგებში 58ი კაცი დაშავდა - უმეტესობა დემონსტრანტების მიერ ნასროლი ქვებითა და ბოთლებით. ეს შეტაკებები უკვე ერთგვარ საპირველმასიო ტრადიციად არის ქცეული თითქმის ოცი წელია: ანარქისტული ტენდენციის დაჯგუფებები ბერლინის ქუჩებში პოლიციასთან ხელჩართულ ბრძოლაში ერთვებიან. ამისაგან დამოუკიდებლად, თანამედროვე დასავლურ პოლიტიკას საგანგებო მდგომარეობის პოლიტიკას უწოდებს ცნობილი იტალიელი ფილოსოფოსი ჯორჯ აგამბენი. რატომ, ან რა კავშირი შეიძლება იყოს მის მოსაზრებებსა და ბერლინის საპირველმაისო დემონსტრაციებს შორის შეიტყობთ ჩვენი ბერლინელი კორესპონდენტის, გიორგი მაისურაძისა და პოპულარული გერმანელი მემარცხენე ინტელექტუალის კატია დიფენბახთან საუბრიდან. აქვე ვიტყვი, რომ მათი საუბარი საპირველმაისო გამოსვლებამდე ერთი დღით ადრე, 30თ აპრილს გაიმართა კროიცბერგში -ბერლინის უბანში, რომელიც დემონსტრაციების ეპიცენტრია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG