Accessibility links

აშშ-ის არმიის მაღალი რანგის წარმომადგენელი


აშშ-ის არმიის მაღალი რანგის წარმომადგენელი უარყოფს ცნობას, რომ ერაყელი გენერალი, რომელიც სადამს ემსახურებოდა, დაინიშნა იმ

აშშ-ის არმიის მაღალი რანგის წარმომადგენელი უარყოფს ცნობას, რომ ერაყელი გენერალი, რომელიც სადამს ემსახურებოდა, დაინიშნა იმ
ახალი ფორმირების მეთაურად, რომელიც ქალაქ ფალუჯაში გასწევს სამსახურს. გენერალმა რიჩარდ მაირესმა, შეირაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავკაცმა შემდეგი განაცხადა:[მაიერსის ხმა] "გენერალ სალეხის და სხვა გენერალ ლატიფის საქმეებს ახლა აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო, ბაღდადში ერაყის თავდაცვის სამინისტრო და კოალიციის მეთაურობა ამოწმებს. მათი შემოწმება არ დასრულებულა და დანიშვნაც არ დაუმტკიცებიათ".
მაიერსმა თქვა აგრეთვე, რომ აშშ-ის საზღვაო ქვეითები ფალუჯიდან ჯერ არ გაჰყავთ.
ერაყის შიიტთა ლიდერის მოყტადა სადრის სულიერი მოძღვრის აიათოლა ქეზიმ ჰოსეინ ჰაერის წარმოადგენლები ცდილობენ მოელაპარაკონ აშშ-ის არმიას მოხსნან ბლოკადა ქალაქ ნაჯაფზე. აშშ-ის არმიის ცნობით დასავლეთ ერაყში ქალაქა ანბარში 6 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა საარტილერიო თავდასხმის დროს.
ამერიკელი ტომას ჰეიმლი, რომელიც ერაყელებმა დაიჭირეს 9 აპრილს, გაექცა ტყვეობას და დღეს ტიკრიტის მახლობლად ნახეს. ის სატრანსპორტო ფირმის 7 სხვა თანამშრომელთან ერთად დაატყვევეს, როცა ავტოკოლონას თავს დაესხნენ. მოგვიანებით 4 ტყვე ერაყელებმა დახოცეს. ბრიგადის გენერადმა მარკ კიმიტმა თქვა, რომ ჰეიმლი თავს კარგად გრძნობს.
XS
SM
MD
LG