Accessibility links

ერაყის მმართველი საბჭოს წევრებმა დღეს


ერაყის მმართველი საბჭოს წევრებმა დღეს გააკრიტიკეს ფალუჯაში სამოქმედოდ შექმნილი ახალი სამხედრო ფორმირების მეთაურად

ერაყის მმართველი საბჭოს წევრებმა დღეს გააკრიტიკეს ფალუჯაში სამოქმედოდ შექმნილი ახალი სამხედრო ფორმირების მეთაურად
ერაყის ძველი ხელისუფლების გენერლის დანიშვნის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება
ერაყელი შიიტი სასულიერო პირის მოყტადა სადრის მომხრე შეიარაღებულმა რაზმმა ნაღმები დაუშინა აშშ-ის ჯარისკაცებს ქალაქ ნაჯაფში, ამერიკელთა ბაზაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი გააფრთხილა, რომ ყოველი ღონე იხმაროს, რათა ერაყელი პატიმრების შეურაცხყოფისთვის ბრალდებული ამერიკელი ჯარისკაცები დაისაჯონ. ბუშმა პენტაგონის შეფს მოუწოდა გაარკვიოს ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს მომხდართან დაკავშირებით თქვა, რომ ეს ქმედება აღმაშფოთებელია მაგრამ დაამატა, რომ ეს გამონაკლისს წარმოადგენს. [პაუელის ხმა] "ჯარისკაცების უმეტესობა საქმეს უმაღლეს დონეზე აკეთებს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა შეძლონ ერაყელი ხალხის დახმარება. იქ დასახმარებლად ვართ და არა სამტროდ და ეს ქმედებები, მჯერა, ვერ დაჩრდილავს იმ სიკეთეს, რასაც ჩვენ უამრავი ჯარისკაცი სჩადის".
XS
SM
MD
LG