Accessibility links

სამშაბათს საღამოს ბათუმის უნივერსიტეტის წინ


სამშაბათს საღამოს ბათუმის უნივერსიტეტის წინ დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მიტინგი.

სამშაბათს საღამოს ბათუმის უნივერსიტეტის წინ დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მიტინგი.
მიტინგის მონაწილეებს უერთდებიან მომიტინგეები აჭარის სხვადასხვა რეგიონიდან. მისი მონაწილენი ასლან აბაშიძის გადადგომას მოითხოვენ. როგორც იტყობინებიან, პოლიციისა და უშიშროების ძალების ნაწილი მომიტინგეების მხარეზე გადადის. ამ სამშაბათს ღამით მომიტინგეთა რაოდენობამ ათი ათასამდე ადამიანს მიაღწია.
XS
SM
MD
LG