Accessibility links

logo-print

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იუწყება


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, რომ მან

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, რომ მან
რამდენიმეჯერ მიმართა თხოვნით შეერთებულ შტატებს, მიეღო ზომები ერაყში ტყვეების წვალების შემთხვევებთან დაკავშირებით და ეს გააკეთა, ვიდრე გასული თვის მიწურულს მასმედიაში გავრცელდებოდა ინფორმაცია ტყვეების წვალებაზე. იორდანიაში ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნადა დუმანის თქმით, წითელი ჯვრისათვის ცნობილი იყო, რა ხდებოდა აბუ ღრაიბის ციხეში. მან რამდენიმეჯერ სთხოვა შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, მიეღო ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამ განცხადების ფონია გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" დღევანდელ ნომერში ამერიკელი სამხედრო პირების მიერ ერაყელი ტყვეების წყვალების ამსახველი ახალი ფოტოსურათების გამოქვეყნება.
XS
SM
MD
LG