Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ხუთ


ლიბიაში სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ხუთ ბულგარელ ექთანს და ერთ პალესტინელ ექიმს,

ლიბიაში სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ხუთ ბულგარელ ექთანს და ერთ პალესტინელ ექიმს,
რომლებიც დამნაშავედ სცნო "შიდსის" გამომწვევი ვირუსით ასობით ლიბიელი ბავშვის განზრახ ინფიცირებაში. ერთ ბულგარელ ექიმს პატიმრობა მიესაჯა. ბულგარეთმა უმალვე დაგმო ეს გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტ გეორგი პარვანოვის თქმით, მისთვის "მიუღებელია". სასამართლოს გადაწყვეტილებას ასევე "მიუღებელი" უწოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა. მან ლიბიის მთავრობას მოუწოდა, საკითხის მოსაგვარებლად ზომების რაც შეიძლება მალე მიღებისაკენ. ევროკომისიის პრეს-მდივანმა გერასიმოს ტომასმა კი აღნიშნა: [გერასიმოს ტომასის ხმა] "კომისია ძალიან შეწუხებული და გაწბილებულია. მან სოლიდარობა გამოუცხადა და უცხადებს ლიბიურ ოჯახებს, მაგრამ იმავდროულად იმეორებს კატეგორიულ უარს სიკვდილით დასჯაზე. კომისია რჩება და დარჩება ლიბიის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტში და მას მოუწოდებს გამოსავლის მოძებნისაკენ".
XS
SM
MD
LG