Accessibility links

logo-print

ერაყში აშშ-ის ჯარებსა და შიიტი


ერაყში აშშ-ის ჯარებსა და შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის შეიარაღებულ მომხრეებს შორის ბრძოლები გაიმართა.

ერაყში აშშ-ის ჯარებსა და შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის შეიარაღებულ მომხრეებს შორის ბრძოლები გაიმართა.
ზოგი ცნობით, ამერიკელმა ჯარისკაცებმა დააანგრიეს ალ-სადრის ოფისი ქალაქ ქარბალაში. მანამდე ამერიკელმა სამხედროებმა აიღეს გუბერნატორის ოფისი შიიტების კიდევ ერთ მსხვილ ქალაქში - ნაჯაფში.შეტაკებები აღირიცხა ასევე ნაჯაფის სამხრეთით: ამერიკული სამხედრო წყაროების ინფორმაციით, ამერიკელმა ჯარისკაცებმა ალ- სადრის შეიარაღებული ჯგუფის 40-მდე წევრი მოკლეს. ასევე ხუთშაბათს გავრცელდა ცნობა, რომ ერაყში ამერიკული სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პოლ ბრემერის განცხადებით, მან ნაჯაფის რეგიონში ახალი გუბერნატორი, ადნან ალ-ზურუფი დანიშნა. ბაღდადში კი თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ ხუთი ერაყელისა და ერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა ბაღდადში ამერიკული შტაბბინის ერთ-ერთი შესასვლელის წინ. მოგვიანებით, რამდენიმე საათში, ბაღდადში მორიგი აფეთქება მოხდა. დაშავდა ერთი ადამიანი.
XS
SM
MD
LG