Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო


დღეს შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა გამოთქვა ეჭვი, რომ ისლამურ ვებ-საიტებზე გავრცელებული ხმა,

დღეს შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა გამოთქვა ეჭვი, რომ ისლამურ ვებ-საიტებზე გავრცელებული ხმა,


რომელიც,შეერთებული შტატებისა და გაეროს მაღალი რანგის ოფიციალური პირების გამნადგურებლებს ჯილდოს სახით 10 კილოგრამი ოქროს გადაცემას, ჰპირდება, ოსამა ბინ ლადენს ეკუთვნის. ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა აღნიშნული ვარაუდი ხმის ჩანაწერის ტექნიკური შესწავლის შემდეგ გამოთქვა.

ხმის ჩანაწერი ვებ-საიტებზე გუშინ გამოჩნდა. ჩანაწერის მიხედვით, ალ-ყაიდის ლიდერი მოხალისეებს, სოლიდური გასამრჯელოს სახით, შეერთებული შტატების ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაულ ბრემერის, გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანისა და ერაყში გაეროს წარმომადგნლის ლაკდარ ბრაჰიმის სიცოცხლის ლიკვიდაციას სთხოვს.

XS
SM
MD
LG