Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდმა დღეს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდმა დღეს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას
ბოდიში მოიხადა ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ერაყელი ტყვეების შეურაცხყოფის გამო.

[დონალდ რამსფელდის ხმა]" ძალიან შეწუხებული ვარ იმის გამო, რაც ამ ერაყელ ტყვეებს დაემართათ. ისინი ადამიანები არიან, შეერთებული შტატების ტყვეობაში იმყოფებოდნენ და ჩვენი ქვეყანა მოვალე იყო, მათ წესიეარდ მოქცეოდა. ეს არ მოხდა, რაც ზალიან ცუდია. ასე რომ, იმ ერაყელებს, ვისაც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დამამცირებლად მოექცნენ, გულწრფელ ბოდიშს ვუხდი."

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა კომიტეტს განუცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით იგი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. მისივე თქმით, შეიქმნება ტყვეთა წვალების შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისია. დონალდ რამსფელდი ამბობს, რომ იგი ცდილობს შეურაცხყოფილ ერაყელ ტყვეთა კომპენსაციის ფინანსური საშუალებები მოიძიოს.

კონგრესის ზოგიერთი წევრი მომხდარის გამო დონალდ რამსფელდის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
XS
SM
MD
LG