Accessibility links

logo-print

დღეს საქარველოს პრეზიდენტმა ოფიციალურად დაითხოვა


დღეს საქარველოს პრეზიდენტმა ოფიციალურად დაითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და რეგიონში დროებითი

დღეს საქარველოს პრეზიდენტმა ოფიციალურად დაითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და რეგიონში დროებითი


საპრეზიდენტო ადმინისტრაცია დააკომპლექტა. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული დროებითი საბჭო, რომელიც არჩევნებამდე აჭარის მმართველ ორგანოდ ითვლება, 20 კაცისგან შედგება. რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად სარკინიგზო დეპარტამენტის თავმჯდომარე, წარმოშობით ბათუმელი ლევან ვარშალომიძე დაინიშნა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ არ დავუშვებთ, რომ აჭარაში შეიქმნას -და ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი-აჭარაის რაიმე პრეზიდენტის ან რაიმე მსგავსი ერთმმართველური სიტუაცია და ჩამოყალიბდეს ისეთი კლანი, რომელიც აჭარლების ხარჯზე გამდიდრდება და გააუბედურებს საზოგადოებას. აქ იქნება აჭარლების კოლექტიური თვითმმართველობა, იქნება უზენაესი საბჭო. უზენაესი საბჭო დააკომპლექტებს ძირითად აღმასრულებელ ორგანოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ალბათ იკითხავს აზრს, საქართველოს ხელისუფლებისას ამ საკითხზე. ვაკითხებთ ამ აზრს და რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყობთ იმას, რომ პროცესები წავიდეს კანონის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ."

თქვენ უსმენდით საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თანხმობით, დღეს აჭარაში დროებითი ადმინისტრაცია შექმნა.
XS
SM
MD
LG