Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში


საბერძნეთი მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას- ამის თაობაზე დღეს ათენში თურქეთის მთავრობის

საბერძნეთი მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას- ამის თაობაზე დღეს ათენში თურქეთის მთავრობის


მეთაურთან ერდოგანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კოსტას კარამანლისმა.

კარამანლისის ხმა-" ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებიც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს უკავშირდება. ვისაუბრეთ იმ რეფორმებზეც, რომლებიც საამისოდ ტარდება ქვეყანაში. მე დავადასტურე, როგორც პირადად ჩემი, ისე საბერძნეთის მთავრობის სახელით, რომ მხარს ვუჭერთ თურქეთს და დადებითად ვაფასებთ რეფორმებს, რომლებსაც ბატონი ერდოგანი ატარებს. "

თქვენ უსმენდით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კოსტას კარამანლისს.
თურქეთსა და საბერძნეთს შორის უკვე რამდენიმე წელია გრძელდება დავა ეგეოსის ზღვის საზღვართან და კვიპროსთან დაკავშირებით. კვიპროსის ბერძნული ნაწილი 1 მაისს ევროკავშირის წევრი გახდა.
XS
SM
MD
LG