Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყის რადიკალური შიიტური დაჯგუფების


დღეს ერაყის რადიკალური შიიტური დაჯგუფების სულიერმა ლიდერმა მუყტადა ალ სადრმა ნაჯაფის მახლობლად ქალაქ კუფაში პარასკევის

დღეს ერაყის რადიკალური შიიტური დაჯგუფების სულიერმა ლიდერმა მუყტადა ალ სადრმა ნაჯაფის მახლობლად ქალაქ კუფაში პარასკევის
ლოცვები წაიკითხა. მისი თქმით, ადრე თუ გვიან ამერიკელები ერაყიდან გაძევებულნი იქნებიან, რომ ისინი ვერასდროს შეძლებენ ქვეყანაში თავიანთი კონტროლის დამყარებას.ნაჯაფში გუშინ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები შევიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კუფისაკენ მიმავალ ალ სადრს თითქმის ხუთასი შეაიარაღებული პირი მიაცილებდა.
შეერთებული შტატების სარდლობა რახანია შიიტთა სულიერი ლიდერის მუყტადა ალ სადრის დაპატიმრებას გეგმავს, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, ამერიკელები მაჰმადიანების წმინდა ადგილზე შეტაკებას მოერიდნენ. მართალია ალ სადრის აყვანა ამერიკელებმა ვერ გარისკეს, მაგრამ მცირე შეტაკებებს ადგილი მაინც ჰქონდა.
კარბარას მახლობლად მათ მუყტადა ალ სადრის თანმხლები 8 მეამბოხე მოკლეს და 14 დაჭრეს.

მსხვერპლით დასრულა ალ სადრისა და შეერთებული შტატების სამხედროთა დაპირისპირება ნაჯაფის მახლობლადაც- ბრძოლის დროს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოჯახის ექვსი წევრი დაიღუპა.

დღესვე ბაღდადის მახლობლად პოლონეთის ტელევიზიის ორი თანამშრომელი მოკლეს-მათ დაუდგენელმა პირებმა მოძრავი ავტომობილიდან ესროლეს.


XS
SM
MD
LG