Accessibility links

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, კომპიუტერული ვირუსი


გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, კომპიუტერული ვირუსი "სასერი", რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით კომპიუტერის

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, კომპიუტერული ვირუსი "სასერი", რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით კომპიუტერის
ინფიცირება გამოიწვია, 18 წლის სტუდენტმა შექმნა.
პოლიცია მოზარდის ვინაობად არ ამხელს. სასერის ავტორი გერმანიის ქალაქ ვაფენსენში გუშინ დააპატიმრეს და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიციამ განაცხადა, რომ ასევე აღმოჩენილია კომპიუტერული დანაშაულის მაუწყებელი სამხილიც.
სასერი კომპიუტერულ ქსელში პირველად 1 მაისს გაჩნდა და ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით 18 მილიონი კომპიუტერის მწყობრიდან გამოყვანა შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი ბიზნეს-კომპანია სასერის გამო დროებით დაიხურა კიდეც.
XS
SM
MD
LG